საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამზადისი

17 ივნისი 2024, 13:32 267 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად აქტიურ რეჟიმში ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, სამაგიეროდ, გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.  

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

ქალაქ ფელბერტში ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს გიორგი მიქაუტაეძემ უპასუხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში