„ხვიჩა კვარაცხელია არ იყიდება“

17 ივნისი 2024, 11:11 421 ნახვა

„ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებებთან დაკავშირებით „ნაპოლი“ იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ 3 წელი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. „ნაპოლის“ კონტრაქტის ქვეშ მყოფი ფეხბურთელის საკითხს კლუბის გარდა ვერავინ გადაწყვეტს - ვერც მამამისი და ვერც მისი აგენტი. ამბის დასასრული! - აცხადებს ოფიციალური „ნაპოლი.“

შეგახსენებთ, რომ ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადეს, რომ მათ ხვიჩას „ნაპოლიში“ დარჩენა არ სურთ და მისი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდის რიგებში გადაყვანას გეგმავენ.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გერმანიაში, შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან გასამართი პირველი მატჩისთვის ემზადება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი