ევრო 2024 

17 ივნისი 2024, 09:31 219 ნახვა

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე სერბეთი იყო, რომელიც ბელინგემის გოლით 1:0 დაამარცხა და C ჯგუფში ერთპიროვნულდ გალიდერდა.

ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა სლოვენიასა და დანიას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. ევრო 2024-ის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა გაიმართა D ჯგუფში.

ნიდერლანდების ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში პოლონეთი 2:1 დაამარცხა. დღეს ევრო-2024-ის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება.

D ჯგუფში ავსტრია საფრანგეთს დაუპირისპირდება.

E ჯგუფში კი ბელგია სლოვაკეთს შეხვდება, ამავე ჯგუფში რუმინეთი უკრაინას ეთამაშება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში