ბათუმში ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

15 ივნისი 2024, 17:35 411 ნახვა

ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება დღეს ბათუმში. “დღეები მიდიან“ - ასე ქვია პროექტს, რომელიც ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ნაწილია. დღევანდელ კონცერტში ცნობილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ.

სოფო ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი და თამარ გვერდწითელი წარდგებიან მაყურებლის წინაშე  და შეასრულებენ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ წარმოდგენილ მუსიკალურ ნომრებს ორკესტრის თანხლებით.

საერთაშორისო ფესტივალი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა.  პირველი დღე საოპერო მუსიკას დაეთმო. ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე საქართველოში პირველად ლუიჯი ქერუბინის ოპერა “მედეა“ შესრულდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი