ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა ბათუმში. ფესტივალის პირველი დღე საოპერო მუსიკას დაეთმო.
ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე საქართველოში პირველად ლუიჯი ქერუბინის ოპერა “მედეა“ შესრულდა. სხვადასხავა ქვეყნიდან მოწვეულ საოპერო მომღერლებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარსდგა ცნობილი ქართველი სოპრანო იოანო ალიბეგაშვილი.
საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო კაპელა. ჟანრობრივად მრავალფეროვანია ფესტივალის წლევანდელი საკონცერტო პროგრამა. ფესტივალის მეორე დღე ქართველ კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს ეძღვნება, რის შემდეგაც მუსიკალური საღამოები ბათუმიდან სიღნაღსა და თბილისში გადაინაცვლებს.
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი მესამედ ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქარველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.