საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის კვლავ ფელბერტში ემზადება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2024-ის გახსნითი მატჩი გერმანიასა და შოტლანდიას შორის, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.