თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სერია ეი-ს ფინალში დამარცხდა. ბოლონიელებმა „ოლიმპია მილანოსთან“ სერია 1:3 წააგეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
გადამწყვეტი მატჩი მილანელებმა საკუთარ მოედანზე საკმაოდ ადვილად, 85:73 მოიგეს.
თორნიკემ 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
შენგელიამ საკლუბო სეზონი დაასრულა და ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც იტალიაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.