საჯარო სკოლებში დირექტორების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

14 ივნისი 2024, 10:18 393 ნახვა

საჯარო სკოლებში დირექტორების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების გასაუბრება სამეურვეო საბჭოში დღეს იწყება.  დირექტორობის მსურველებმა საკუთარი პროგრამა და სკოლის განვითარების გეგმა უნდა წარადგინონ.

არჩევნები აჭარის 80 სკოლაში ტარდება. დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.  კონკურსი ჩატარდა რესურსცენტრების ხელმძღვანელის პოზიციებზეც. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან ხუთში თანამდებობას მოქმედი ხელმძღვანელი ინარჩუნებს. მხოლოდ ხულოში შეირჩა ახალი კანდიდატი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყოფილი უფროსი საქმიანობას სხვა სამსახურში აგრძელებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი