საომარი მოქმედებები გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის საჰაერო თავდასხმას ნუსეირათის დევნილთა ბანაკზე, რომელიც ღაზის სექტორში მდებარეობს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა. ანკლავში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა, უნისეფის ცნობით, სექტორში 8 წლის ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა.
შიმშილის პირას მყოფი ბავშვების რაოდენობა ათობით ათასს სცდება. პარალელურად დაჯგუფება „ჰამასი“ ენტონი ბლინკენს ისრაელზე ზეწოლას სთხოვს, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზის სექტორში. სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის, ჰამასის ტყვეობაში კვლავ რჩებიან ისრაელელი მძევლები.