ქართველი ტაეკვონდისტი „LUX OPEN 2024“-ის გამარჯვებულია 

11 ივნისი 2024, 09:20 273 ნახვა

ლუქსემბურგში გამართულ G1-ის კატეგორიის ტურნირზე, „ლუქსემბურგი ოუფენ 2024-ზე“ წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ზურაბ კინწურაშვილმა, რომელმაც ფინალამდე ოთხი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, აშკარა უპირატესობით მოუგო ფინალში მოწინაარმდეგესაც და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ კინწურაშვილი ზედიზედ ორჯერ, 2023 და 2024 წლებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი