თუ ევროკავშირისა და აშშ-ის არჩევნებში მშვიდობისმოყვარე ხალხი გაიმარჯვებს, უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელი იქნება - ვიქტორ ორბანი

09 ივნისი 2024, 19:00 261 ნახვა

უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მოსალოდნელია, თუ ევროპარლამენტისა და აშშ-ის არჩევნებში მშვიდობისმოყვარე ძალები გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, თუ როდისაა მოსალოდნელი მშვიდობა უკრაინაში, ორბანმა უპასუხა: „მისი მიღწევა შესაძლებელია ორ ნაბიჯში“. უნგრეთის პრემიერის განმარტებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მიმდინარე ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი თემა ომისა და მშვიდობის საკითხია. ნოემბერში კი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც მეორე ნაბიჯია.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროპასა და აშშ-ში არჩევნებში "მშვიდობისმოყვარე ხალხი გაიმარჯვებს", მაშინ, უკრაინაში მშვიდობის დამყარება შესაძლებელი იქნება.

„ახლა ჩვენი პირველი ამოცანა ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებაა“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საარჩევნო კამპანიას და ხედავდა, რომ ომისა და მშვიდობის საკითხი ყველგან აქტუალური იყო.

„აქედან გამომდინარე, ევროპულ ქვეყნებში საარჩევნო კამპანიის ინტერპრეტაცია შესაძლებელია, როგორც ომისა და მშვიდობის საკითხის კამპანია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი