რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, სირიაში, ჭაბურღილში ჩავარდნილი ბავშვი გადაარჩინეს

09 ივნისი 2024, 12:32 544 ნახვა

რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, სირიაში, ჭაბურღილში ჩავარდნილი ბავშვი გადაარჩინეს.

სამაშველო ოპერაციაში სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“ მონაწილეობდნენ.

მაშველებმა ბავშვს ჟანგბადი მილების საშუალებით მიაწოდეს და ჭაბურღილის გარშემო მიწა გათხარეს.

გადარჩენილი ბავშვი კლინიკაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში