პროექტი "ნაცნობი უცნობი მუსიკა"

08 ივნისი 2024, 20:26 671 ნახვა

ცოტა ხნის წინ დასრულდა მუსიკალური საღამო სახელწოდებით “ნაცნობი უცნობი მუსიკა“.

კონცერტი ზაქარია ფალიაშვილი სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში გაიმართა და მასში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები , ასევე მოწვეული მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

საკონცერტო პროგრამაში იყო მენდელსონის, გერშვინის, ნინო როტას და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სტუდენტებმა მენტორებთან ერთად თითქმის ორი თვის განმავლობაში იმუშავეს რეპერტუარზე, რომელიც დღეს მაყურებელს წარუდგინეს.

პროექტი “ნაცნობი უცნობი მუსიკა“ წელს პირველად განხორციელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში