აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

07 ივნისი 2024, 00:26 639 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურმანიძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მას 7 ივნისამდე შვებულება ჰქონდა დაწერილი, იგი ამ დროისთვის ოჯახთან ერთად ამერიკაში იმყოფება, სადაც საქართველოში დაბრუნებამდე ცხოვრობდა. 

გიორგი სურმანიძე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს. ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თანამდებობაზე უარი ოჯახის გამო თქვა და საცხოვრებლად კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. 

იგი ამერიკიდან 2020 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეთავაზების საფუძველზე დაბრუნდა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ამ პოსტს  იგი თითქმის ორი წელი იკავებდა, ორი წელი კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი