1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის ცენტრალური მოედანზე, პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი პროგრამები გაიმართება, რომელიც დღის 1-სთზე დაიწყება და საღამოს 9-სთ დასრულდება.
ბავშვთა დაცვის დღის ორგანიზებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30-ათასი ლარია გამოყოფილი. აქვე გეტყვით რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ბავშვთა დაცვის დღე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ გაიმართება და ის მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე გადმოინაცვლებს.