ფარვიზ გაგუას ხსოვნის ტურნირი

29 მაისი 2024, 19:42 567 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, აჭარის დამსახურებული მწვრთნელის და წარსულში ცნობილი მოჭიდავის ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

შეჯიბრებაში საქართველოს სომხეთისა და ყაზახეთის ოთხასამდე მოჭიდავე მონაწილეობს. ასპარეზობა ბათუმის სპორტის სასახლის, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

დღეს გამოვლინდებიან ის მოჭიდავეები, რომლებიც ხვალ სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ. ტურნირს ესწრებოდა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი