პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია სულ 10 ქართველ ძიუდოისტს აქვს. აქედან შვიდი კაცებს, ხოლო სამი ლიცენზია ქალებს და საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც გამოვა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოპოვებული აქვთ: გიორგი სარდალაშვილს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს, ილია სულამანიძეს, გურამ თუშიშვილს, ეთერ ლიპარტელიანს, ეთერ ასკილაშვილს და სოფიო სომხიშვილს. ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებენ.