დეკანოზის საქმე

29 მარტი 2017, 00:00 2627 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საქალაქო სასამართლომ  პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და  სასულიერო პირი პატიმრობაში დატოვა.ბრალდებულის ინტერესების დამცველები გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარებას ელოდებიან. ადვოკატები დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას შერჩევით სამართალს უწოდებენ.  დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატები დღეს მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი