საქალაქო ინტელექტუალური ოლიმპიადა 24-ის შემაჯამებელი ფინალური ტური გაიმართა ქობულეთის კოლეჯ "ახალ ტალღაში", სადაც სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი კონკურენციის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს.
ინტელექტუალურ ოლიმპიადაში, მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 150 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. კონკურსის პირობების თანახმად ჟიურიმ 1, 2 და 3 ადგილზე გასული გუნდები გამოავლინა, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები, თასები და სიგელები გადაეცათ.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ლოგიკური მსჯელობა და შემეცნებითი უნარების გაღრმავება.