ქობულეთში რესტორანი "ადმირალი" გაქურდეს. მძარცველებმა, მაცივარ დანადგარები და სხვა სარესტორნო ინვენტარი წაიღეს.
როგორც რესტორნის მეპატრონე ამბობს, ობიექტს სეზონურად ამუშავებენ, ქურდობის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
რესტორნის კამერები სარემონტო სამუშაოების გამო დროებით გამორთული იყო. გზაზე არსებული ვიდეო კამერების გახსნას და დროული გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ამბობენ, რომ ეს, ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტი გასულ წელსაც მოხდა. ადგილზე შსს ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.