ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

21 მაისი 2024, 16:55 410 ნახვა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის 90 პროცენტი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ათი პროცენტი კი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი