იტალიის სერია ეი-ს პლეი-ოფის პირველ რაუნდში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტრონტონას“ ხვდება. პირველი ორი მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით დასრულდა და გუნდი სერიაში 2:0 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირველი ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ის მოედანს მესამე მატჩში დაუბრუნდა, თუმცა „ბოლონია“ მესამე შეხვედრაში 81:91 დამარცხდა.
თორნიკემ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და ერთი დაფარება მიითვალა.
სერიის ანგარიში ორით ერთია ბოლონიელთა სასარგებლოდ. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ისევ სტუმრად გამართავს.