ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს, წყლის ჭავლით დაზარალებულთა რაოდენობა დაემატა. ოძელაშვილის 11-ში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცეცხლს, მეხანძრეები გაუმკლავდნენ, თუმცა ახლა ჯერი მერიაზეა. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით სახლის სახურავი შეკეთდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დაეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებსაც ბინები დაუზიანდათ. ცეცხლის ჩაქრობისას დაშავდა ერთი მეხანძრე - მაშველი, მას სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია.