თბილისში გამართულ ევროპის თასზე ძიუდოში ვეტერანთა შორის წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა ძიუდოისტმა პაატა ურიადმყოფელმა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა მესამე ადგილი დაიკავა. ეს მისი მეორე ბრინჯაოს მედალია ვეტერანთა შორის. რამდენიმე დღის წინ მან ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე მოიგო. ვეტერან ძიუდოისტს ძიუდოისტს ევროპის ჩემპიონატი ელოდება, რომელიც ივნისში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის თასზე 11 ქვეყნის 150-ზე მეტი ძიუდოისტი მონაწილეობდა.