ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მისაღებად, ან სამუშაოდ დარჩენას, თუმცა მოკლევადიან ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოში ბიუროკრატიული პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ. სტუდენტები საერთაშორისო სემინარებსა და საზაფხულო სკოლებში მონაწილეობისთვის ბათუმშიც ემზადებიან.