აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ შემოწმებას და ჭიებზე მათ ლაბორატორიულ კვლევას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია და გამოკვლევებიც. პროგრამით 7 ათას 460 ბავშვი ისარგებლებს, რომელთაც პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი და ნევროლოგი მოემსახურებათ.