მეთიუ მილერის განცხადება

07 მაისი 2024, 12:05 445 ნახვა

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, განიხილავენ თუ არა სანქციებს ან რაიმე ზომების მიღებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიმართ, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ ის სანქციების შესახებ განცხადებას არ გააკეთებს. 

მილერმა ასევე განმარტება გააკეთა ფარაზე, მისი თქმით, ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი