90 მილიონი ევრო და ლუკაკუ ოსიმენის სანაცვლოდ 

07 მაისი 2024, 10:09 481 ნახვა

ლონდონის „ჩელსი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის გაფორმებით.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ინგლისური კლუბი მზად არის, ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ „ნაპოლის“ შესთავაზოს რომელუ ლუკაკუ, რომელიც დღეს იჯარით „რომაში“ თამაშობს, 90 მილიონი ევრო და კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი.

25 წლის ნიგერიელმა ამ სეზონში 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში