კიტეიშვილს და „შტურმს“ ავსტრიის ჩემპიონობას ერთი მოგება აშორებს 

06 მაისი 2024, 09:05 391 ნახვა

ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში „ზალცბურგი“ ვენაში „რაპიდთან“ 0:2 დამარცხდა და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ ოთხი ქულით ჩამორჩა. ქართველი ფეხბურთელს გუნდს დარჩენილ ორ მატჩში ჩემპიონობის მოსაპოვებლად ერთის მოგებაც ჰყოფნის.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმისა“ და „ჰარტბერგის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან 7.7 ქულა დაიმსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ორივე გუნდში.

კიტეიშვილმა „ჰარტბერგის“ კარში გოლის გატანა მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე მოახერხა, როცა მისი გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი.

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში „შტურმი“ ჯერ სტუმრად ლასკ-ს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ „კლაგენფურტს“ უმასპინძლებს“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში