ისრაელი ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის წინ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

06 მაისი 2024, 09:26 360 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაციის დაწყების  წინ პალესტინელებს რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჰუმანიტარულ ზონაში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

განცხადება ისრაელის არმიამ იქს-პლატფორმაზე გამოაქვეყნა და თან დაურთო გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც  რაფაჰიდან ჰუმანიტარულ ზონამდე მარშრუტია ასახული, სადაც განთავსებულია საველე ჰოსპიტლები, კარვები და საკვები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მითითებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის ეტაპობრივი გადაადგილებისთვის გამოიყენებენ სპეციალურ აბრებს, ტექსტურ შეტყობინებებს, სატელეფონო ზარებსა და მედია საშუალებებს.

ისრაელის რადიომ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რაფაჰიდან სამხრეთ ღაზის ქალაქზე თავდასხმის წინ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი