სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ

03 მაისი 2024, 12:44 325 ნახვა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მაშველები სამივე მათგანს ამ დრომდე, მდინარე ენგურში ეძებენ. ნაპოვნია ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ცნობილია, სამივე ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში