აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთიდან იორდანიაში გაემგზავრა. ბლინკენი ერ-რიადში საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და მხარეებმა რეგიონში დაძაბულობის შემცირების გადაუდებელ აუცილებლობაზე იმსჯელეს. ბლინკენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობასა და ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ მიღწევაზე, რომელიც მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს და ხელს შეუშლის კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას. სოფო