პოლონეთმა რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამო ბელარუსთან საზღვარი დახურა

12 სექტემბერი 2025, 09:25 86 ნახვა

რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამო პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრძანება ძალაში დღეს, 12 სექტემბერს შევიდა.

დონალდ ტუსკის თქმით, ყველა საზღვარზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დაიხურა, ასევე შეწყვეტილია საავტომობილო, სარკინიგზო და საფეხმავლო მიმოსვლა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ წვრთნები „ზაპად 2025“ პირდაპირ მიმართულია პოლონეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთმა პოლონეთს მისი გახსნისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი