„ქართული ოცნება“ დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრებას გამართავს  

29 აპრილი 2024, 15:01 365 ნახვა

დღეს კი ქვეყნის მთავარ გამზირზე  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან.  მათი მთავარი სათქმელია - არა შავ ფულს, კი გამჭვირვალობას.

რაც შეეხება მიზანს, სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია  ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  გამომსვლელებს შორის იქნებიან  სხვა პოლიტიკოსებიც.   

რუსთაველის გამზირზე შეკრებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ტერიტორიაზე გრძელდება სცენის მონტაჟი. შეკრების მონაწილეებს, მათ შორის რეგიონებიდან,  აქ 18 საათიდან ელოდებიან.  

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი