ერთ-ერთი ბოლო, ვინც კომიტეტიდან გააძევეს სალომე სამადაშვილი იყო. მისი კითხვა ეხებოდა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას, რაზეც საუბარია ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში, რომლითაც ითხოვენ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გადაიხედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
დეპუტატებს ოპოზიციიდან მიაჩნიათ, რომ პარტნიორებთან საუბარი დაიწყება მალე არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ სწორედ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე.