პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული ენჯეოებისა, რა გზითაც ხდება მათი დაფინანსება - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი 2024, 13:57 461 ნახვა

შემთხვევით გავიგეთ, რომ  ,,ევროპის დემოკრატიის ფონდი'' აფინანსებდა ,,დროას'' - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

"გამჭვირვალობის კანონმა'', რომ იმოქმედოს შემდეგ, გახდება ცნობილი, რას აფინანსებს ,,ევროპის დემოკრატიის ფონდი'' საქართველოში. აქ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში, როდესაც ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, რომ გაასაჯაროვონ ეს თანხები.

 

ვიტყვი მე მაგალითებს: შემთხვევით გავიგეთ, რომ ,,ევროპის დემოკრატიის ფონდი'' აფინანსებდა "დროას". არსებობს ყალბი სქემა,  პარტია "დროას" აქვს შექმნილი ენჯეო "დროა", რომელსაც არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ გააჩნია. ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში.

 

შემთხვევით გავიგეთ, რომ "ევროპის დემოკრატიის ფონდი" აფინანსებდა "მოლოტოვის კოქტეილების" რომანტიზების პროექტებს "სირცხვილიას" მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ, ხოლმე პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული ენჯეობისა, რა გზითაც ხდება პარტიების დაფინანსება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ევროპის დემოკრატიის ფონდთან" დაკავშირებით ქონდა საუბარი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებთან, რომელთაგან ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობების პირმა ევროკავშირიდან დაუდასტურა, რომ არსებობს სხვა ქვეყნებშიც წუხილი  ამ ფონდთან დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ და აფინანსებენ რადიკალურ  ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს. 

"მან ასევე დამიდასტურა, რომ გაეცნო თუ რა პროექტებს აფინანსებენ და იქ ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ფული. თხოვნაზე, რომ გაესაჯაროებინათ ეს პროექტები, სამწუხაროდ მივიღე უარი"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, არის მცდელობა, რომ აიკრძალოს და არ შედგეს დისკუსები. 

"ევროპისა და თავისუფლების სახელით კრძალავენ მსჯელობას. ნაცვლად იმისა, რომ თქვან, რა არის არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ, უბრალოდ მიდის პლაკატური საუბარი - „ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“. ბოდიში, მაგრამ ჩვენ საქართველოში რომელი ღირებულებებით ვცხოვრობთ? ჩვენც ევროპა ვართ, ევროპული ღირებულებებით. არავის აქვს დაპატენტებული თავისთვის ევროპული ღირებულებები, არცერთ ქვეყანას ჩვენთან მიმართებით. ამიტომ როდესაც გვესაუბრებიან ევროპული ღირებულებებით, ეს არ არის ევროპელის საუბარი არაევროპელთან, არამედ ეს არის ევროპული ქვეყნის საუბარი ევროპულ ქვეყანასთან. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, აქ ჩვენც გვეთქმის ჩვენი სიტყვა, ჩვენი ისტორიიდან და ევროპული ღირებულებების ჩვენი თანაშემოქმედებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი