პოლიტიკურ-კულტურული ვიზიტი თურქეთში

23 აპრილი 2024, 20:35 1031 ნახვა

ქართული ქორეოგრაფიული ნომრები ქალაქ უნიეში ბავშვთა დაცვის დღესა და თურქეთის პარლამენტის, მეჯლისის 104 წლისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. ანსამბლი “არგინეთი” ხულოდან მეზობელი ქვეყნის საზეიმო თარიღთან დაკავშირებით შავი ზღვის სანაპიროზე იმ ქალაქს ეწვია, სადაც 40 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ისინი უნიეში მუჰაჯირობის დროს გადასახლდნენ და დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენასა და კულტურას. ასევე ცდილობენ საქართველოსთან ნათესაურთან ერთად ეკონომიკური ურთიერთობებიც გააძლიერონ. მათთან დღეს იმყოფებოდნენ ასევე პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები აჭარიდან. მათ მუჰაჯირების შთამომავლებთან შეხვედრები გამართეს და ის პრობლემები მოისმინეს, რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებასა და დროებით ბინადრობასთან დაკავშირებით ექმნებათ

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი