ისრაელი გააძლიერებს „ჰამასზე“ თავდასხმებს, რათა გაზარდოს ზეწოლა მძევლების გასათავისუფლებლად - ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 აპრილი 2024, 21:43 402 ნახვა

მომდევნო დღეებში, ისრაელი გააძლიერებს „ჰამასზე“ თავდასხმებს, რათა გაზარდოს ზეწოლა მძევლების გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს

მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუ ბიბლიურ ტერმინებს იყენებს და ციტირებს რაბინის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ყველა თაობაში გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც ებრაელების განადგურებას ეცდება.

„სამწუხაროდ, აქამდე, მძევლების გათავისუფლების შესახებ არსებული ყველა შეთავაზება „ჰამასმა“ უარყო. იმის ნაცვლად, რომ „ჰამასმა“ უკიდურესი პოზიციებიდან დაიხიოს, ისინი ჩვენში განხეთქილებას აწყობენ და მხარს უჭერენ ისრაელის მთავრობაზე მიმართულ ზეწოლას. შედეგად, ეს, მხოლოდ, ამკაცრებს პირობებს ჩვენი მძევლების გათავისუფლებისთვის. სწორედ, ამიტომ, ჩვენ განვახორციელებთ ძლიერ და მტკივნეულ თავდასხმებს მათზე და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე მორიგი ავიაიერიშები განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი