რაფაჰზე ისრაელის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

20 აპრილი 2024, 17:06 410 ნახვა

ისრაელმა, გვიან ღამით, ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ, რაფაჰზე ტანკებითა და თვითმფრინავებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ, ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ მართული, ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო, რამდენიმე დაიჭრა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმისას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

პარალელურად, აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელის მიერ, რაფაში სამხედრო ოპერაციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. შეერთებულმა შტატებმა ისრაელს არაერთხელ მოუწოდა რაფაჰზე შეტევების შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი