ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, ეს არის "ქართული ოცნება" - ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2024, 14:10 368 ნახვა

ის საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს რეალური საფრთხე ომის გადმოტანის ჩვენს ქვეყანაში, ეს საფრთხე არსად არ წასულა, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, იყო მცდელობა რომ საქართველო ჩაეთრიათ რუსეთ-უკრაინის ომში.

"ის უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში და გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამ უპასუხისნგებლო ადამიანებს მინდა მივმართო, რომელი იქნება საერთოდ პასუხისმგებლობის ამღები ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც დღეს არის?! ერთადერთი ძალა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის "ქართული ოცნება". თუ ვინმე არის შემძლე, ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის "ქართული ოცნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა შიდა ქართლში, სადაც იგი პარტიულ აქტივს შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი