ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, 37 წლის კაცმა თავი დაიწვა

20 აპრილი 2024, 10:53 418 ნახვა

ნიუ-იორკში, სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, 37 წლის კაცმა თავი დაიწვა.

ამის შესახებ, ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, მაქს აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, კაცმა ინტერნეტში წერილი დატოვა, რომელშიც მეგობრებს ბოდიში მოუხადა.

გამოქვეყნებულ პოსტში აზარელო „აპოკალიფსური ფაშისტური გადატრიალების“ შესახებ საუბრობს, კრიპტოვალუტას და ამერიკელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, თუმცა, კონკრეტულად დონალდ ტრამპს არ გამოყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი