„შენგელია და „ვირტუსი“ პლეი-ოფისთვის იბრძვიან

17 აპრილი 2024, 09:58 255 ნახვა

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” ევროლიგის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. ამ ბრძოლაში ორი მატჩია მოსაგები, საიდანაც ბოლონიელებმა ერთში უკვე გაიმარჯვეს. სტამბოლში გამართული შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა მასპინძელი „ეფესი“ 67:64 დაამარცხა.

თორნიკე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

ვირტუსმა პლეი ინის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც „ბასკონიას“ დაუპირისპირდება. მატჩი ესპანეთში გაიმართება, გამარჯვებული კი პლეი-ოფში რვა საუკეთესო გუნდში მოხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში