ნბა-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „დეტროიტ პისტონს“ უმასპინძლა და 123:95 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მის ანგარიშზე 18 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. „სან-ანტონიოს“ ამ სეზონში 82 თამაშიდან მხოლოდ 22 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში ბოლოსწინა, მე-14 ადგილი დაიკავა.