ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე, კიდევ უფრო, დიდ თავდასხმას განახორციელებს, თუ ის თეირანის წუხანდელ იერიშს უპასუხებს.
„ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი სამაგიეროს გადაუხდის ირანს“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ.
მისივე თქმით, თეირანი აფრთხილებს ვაშინგტონსაც, რომ ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები ირანის სამიზნე გახდება.
„ასევე ვაფრთხილებთ ვაშინგტონს, ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებიც სამიზნე გახდება“, - აღნიშნავს ბაგერი.
ირანმა ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იორდანიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ დრონებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელში კი, 10 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.