დედა ენის დღე დედა ენის ბაღში. თბილისში დედა ენის ძეგლთან მოსწავლეები და მასწავლებლები შეიკრიბნენ. მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და წაიკითხეს ლექსები.
პედაგოგებმა თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახალმა თაობამ უნდა იცოდეს რა გზა გაიარა გადასარჩენად დედა ენამ.