''ბათუმი ფოტოგრაფთა ობიექტივში“ - ამ სახელწოდებით გამოფენების ციკლი მოამზადა დამთვალიერებლებისთვის ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურმა მუზეუმმა.
პირველ ეტაპზე, საექსპოზიციო სივრცე მეოცე საუკუნის დასაწყისს დაეთმო და ამ პერიოდის ფოტო არქივი გამოიფინა. მუზეუმში წარმოდგენილი იყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფოტოები, რომელიც 1913 წლით თარიღდება.
გამოფენის პარალელურად გაიმართა ბათუმის ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეოს ჩვენება.