რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურას ათობით რაკეტითა და დრონით დაესხა თავს

11 აპრილი 2024, 13:30 238 ნახვა

გასული ღამით რუსეთი უკრაინას ირანული წარმოების  40 დრონით  დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა  37-ის ჩამოგდება შეძლეს –  ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით,  რუსეთმა დაბომბა  ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის რეგიონებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.  

კიევში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

საჰაერო დარტყმების შედეგად  დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში