„ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი" ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს

10 აპრილი 2024, 13:40 806 ნახვა

ბათუმში „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წევრები ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. საგანგებო განცხადება სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ გააკეთეს. ფონდის წევრები ამბობენ, რომ  წლებია  მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცულობს, არ ეძლევათ შესაძლებლობა  მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთი ააშენონ და განმარტავენ, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი სასამართლოშია,  ბათუმის მერია კი  ჯიუტად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას. 

მუსლიმ თემს მიაჩნია, რომ მათი უფლებები ირღვევა და ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშულებენ.

განცხადების ავტორები ადიგენში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურნენ და ტრაგიკული უწოდეს. აცხადებენ, რომ წლებია იქ მცხოვრები მუსლიმები უსამართლობას ითმენენ და ხელიფლების მიდგომები არ შეცვლილა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში