ხულოში მოქმედ ყველა მეჩეთში რამადან ბაირამის ლოცვა ჩატარდა

10 აპრილი 2024, 10:16 252 ნახვა

რამადან ბაირამის ლოცვა ჩატარდა ხულოში მოქმედ ყველა მეჩეთშიც. მუსლიმი მრევლი აქ დილას მზის ამოსვლიდან  შეიკრიბა და  საბაირამო ლოცვა აღავლინა. 

ბაირამის დღესასწაულზე  იკრიბებიან, როგორც ადგილობივები, ასევე ხულოდან მიგრირებული მოქალაქეები, რათა დღესასწაული ერთად აღნიშნონ. 

რამადან ბაირამი მორწმუნეებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში