35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრილი 2024, 10:00 632 ნახვა

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც  მსხვერპლი მოჰყვა.

დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც, იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საგანგებო სესიაზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მოქალაქეები, 9 აპრილის მონაწილეები - მათ ვისაც კარგად ახსოვთ ეს დღე თბილისში გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით  შეამკეს და  გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი